საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების 2019 წლის ტარიფების დადგენის შესახებ.
ტარიფების გეგმიური დადგენის მიზნით, სემეკმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები მიდინარე წლის ივლისში დაიწყო. სატარიფო საკითხებზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება განპირობებული იყო იმით, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიებს ტარიფები დადგენილი აქვთ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და შესაბამისად, მათ ტარიფები უნდა დაუდგინდეთ მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის. საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების 2019 წლის ტარიფების დადგენის შესახებ. სემეკის ცნობით, ტარიფების გეგმიური დადგენის მიზნით, სემეკმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები მიდინარე წლის ივლისში დაიწყო. სატარიფო საკითხებზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება განპირობებული იყო იმით, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიებს ტარიფები დადგენილი აქვთ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და შესაბამისად, მათ ტარიფები უნდა დაუდგინდეთ მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის. საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.