მთავარი ციტატა

“დღეს მოვისმინე ფრაზა – რანაირი ოპოზიცია გვყავსო”

„ოპოზიცია ბუნებრივია, ლაპარაკობს იმას, რაც თქვენ არ მოგწონთ, არ ეთანხმებით. ამას უნდა შეეგუოთ. დღეს მოვისმინე ფრაზა, რანაირი ოპოზიცია გვყავსო. არც ერთ ხელისუფლებას არ მოსწონს, რასაც ისმენს, მაგრამ ასეთია თამაშის წესები. თქვენ უნდა მოისმინოთ ის ნაწილი, რომელიც არ მოგწონთ. ბატონო კახა, თქვენ ამბობდით, რომ იქნებით არა მხოლოდ თქვენი მომხრეებისა და თანაპარტიელების, არამედ ყველა თბილისელის მერი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპონენტები ვართ, მე მომეწონა მაშინ თქვენი ნათქვამი, კარგი იქნებოდა, ეს ასე ყოფილიყო. რას ვხედავთ ამის მაგივრად? თქვენ გაგიკვირდათ, რატომ გიწუნებენ პოლიტიკურ ენას. მიუღებელია, თბილისის მერისგან თქმა, „რასაც დათესავთ, იმას მოიმკითო“, როდესაც კითხვას უსვამენ კონკრეტულ პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმაზე. ეს არასწორია“, – გოკა გაბაშვილი.

საკრებულოს სხდომა.

იტვირთბა....