საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცხეთაში, სადაც პატრიარქის აღსაყდრების 41-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას ესწრება განაცხადა, რომსაქართველოს პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს
მთავრობის მეთაურის თქმით, ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდი უპრეცედენტო აღმშენებლობის ხანაა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში.
„მინდა ყველა მართლმადიდებელს მივულოცო, დღეს შესრულდა 41 წელი საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში აშენდა, რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერი და ეს არის მართლაც უპრეცედენტო აღმშენებლობის ხანა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. საქართველოს პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს. მინდა, დიდი მოწიწებით მას უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ ღვაწლისთვის, რაც მან შეიტანა და შეაქვს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების საქმეში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგაცსენებთ, რომ დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.