თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი პქრიაშვილმა, რუსთვი2-ის გადაცემა “შაბათის კურიერთან” 2009 წელს მომხდარი ისტორია გაიხსენა, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეს ეხებოდა.
ირაკლი ოქრუაშვილი ამ ეტაპზე არ ასახელებს შუამავლის ვინაობას და თანხას, რომელსაც სოსო რობაქიძე მისგან სიჩუმის სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა ამბობს, რომ დაფარული ამბების გამჟღავნების დრო დგება და ის მოგვიანებით ყველაფერს იტყვის.
სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს დუელში იწვევს და გასროლას პირდაპირ ეთერში სთავაზობს. ბუტა რობაქიძის მამა ადასტურებს, რომ ახალი საქმის მთავარი სამიზნე ახალა ირაკლი ოქრუაშვილია და ის დასაჭერების შავ სიაშია.
ირაკლი ოქრუაშვილი, სავარუდო ბრალდებულად ბუტა რობაქიძის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომის შემდეგ დასახელდა. ია მეტრეველმა განაცხადა, რომ პროკურატურაში დაიწყო ახალი საქმე და ბრძანების გამცემები უნდა დაისჯებიან. სოსო რობაქიძე ადასტურებს, რომ ახალი საქმის მთავარი სამიზნე ახალა ირაკლი ოქრუაშვილია და ის დასაჭერების შავ სიაშია.
„მისმა ქმარმა 2009 წელს რამდენიმე ადამიანი გამომიგზავნა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რომ ჩემი გვარი ამ საქმეზე აღარ ხსენებულიყო. მე მაშინ, როგორც ყველაზე ნაკლებად მოაზროვნე ადამიანი მოქცეოდა, ისე მოვიქეცი, უარი ვუთხარი მას ამაზე, იმიტომ, რომ მსგავსი ბინძური გარიგება ცხოვრებაში ჩემთვის არასდროს არავის შემოუთავაზებია. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე გარკვეულად ცინიკურად მოვიქეცი მას სასამართლოს ეზოში, თუ ვინმემ გამაკრიტიკა ჩემს ასეთ მიმართვაზე, მე ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი,“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.