ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, თბილისის მთავარი ნაძვის ხე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთება

“სიყვარულით სავსე ქალაქი” – თბილისის მთავარი ნაძვის დღეს საზეიმოდ, ზუსტად 20:00 საათზე აინთება.

ნაძვის ხეს რესპუბლიკის მოედანზე ქალაქის მერი, კახა კალაძე აანთებს.

სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე კი ოცწუთიანი კოსტუმირებული წარმოდგენა გაიმართება. სპექტაკლი „სიყვარული გადამდებია“ რეჟისორმა ნიკოლოზ შველიძემ დადგა. სპეციალურად ამ დღისთვის მუსიკალური ნაწარმოებები კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ დაწერა.

ამასთან, საახალწლო დღეებში რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო სოფელიც გაიხსნება.

იტვირთბა....