ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია არ ყავს, რაც ძალიან ცუდია” – კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ ქვეყანას არ ყავს ძლიერი ოპოზიცია.

მისი თქმით, ძლიერი ოპოზიცია სასურველია ხელისუფლებისთვისაც, რათა ჯანსაღი კონკურენცია არსებობდეს.

„თუ გვინდა ქვეყნის განვითარება, საჭიროა ჯანსაღი პოლემიკა და არა ის, რაც ხდება დღეს – ბოთლების სროლა. ეს აგრესია, რაც ხდება ტელევიზორში, არის მიუღებელი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შემოვიდეს მეტი ახალი სახე, ახალგაზრდა, რომ შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რაც აზიანებს ქვეყნის იმიჯს.

მივესალმებოდი მესამე ძალას, რადგან როდესაც ადამიანთან შედიხარ პოლემიკაში, არსებობს კორექტულობა, შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, შესაბამისად, ოპოზიციური ძალა, რომელიც მიგითითებს შეცდომაზე და იმაზე, რა არ გააკეთე კარგად, ეს ნორმალურია“ – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....