მთავარი ციტატა

ინაშვილი – მირჩევნია პოლიცია დარჩეს თმენის ვალდებულებაში, ვიდრე ქუჩაში კიდევ არაერთი ახალგაზრდა მოკლას

“პოლიციის თმენის ვალდებულებაში ყოფნა მაშინ, როდესაც ეხებიან პოლიციელს, აყენებენ შეურაცხყოფას და გადასარევად იცის ყველამ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტიპის სისხლის სამართლის დანაშაული – შეხება პოლიციელზე, პოლიციელის შეურაცხყოფა, არდამორჩილება გარკვეული წესების მიმართ. როდესაც ინაუგურაციაა, არის საგანგებო პირობები ნებისმიერ ქვეყანაში ამ პირობებს უნდა დაემორჩილოს სტუმარიც, ოპოზიციაც და ა.შ. მე მირჩევნია პოლიცია დარჩეს თმენის ვალდებულებაში, ვიდრე პოლიცია გავიდეს თმენის ვალდებულებიდან და ქუჩაში კიდევ არაერთი ახალგაზრდა მოკლას“, – განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლის შემდეგ.

იტვირთბა....