გორში, სტალინის სახლ-მუზეუმთან „კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება „სტალინელის” წევრები შეიკრიბნენ და ბელადის 140 წლის იუბილე აღნიშნეს.
სტალინის დაბადების დღის აღსანიშნავად, მის სახლ-მუზეუმთან საბჭოთა სიმბოლიკიანი დროშებითა და სტალინის პორტრეტებით შეიკრიბნენ.
„კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება „სტალინელის” წევრებმა გორში მსვლელობა მოაწყვეს და სტალინის ძეგლის აღდგენა მოითხოვეს, რომლის დემონტაჟი 2010 წელს განხორციელდა.
ფოტოები: პირველი არხი