ციტატა

“დაანებეთ თავი ნინო ანანიაშვილს… ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს და დამშვიდდეს”

რა სისულელეა, რატომ უნდა გათავისუფლდეს ნინო ანანიაშვილი, ამიხსენით? მისი მეუღლე რა განცხადებებსაც აკეთებს, ნინო რა შუაშია? თუ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებია, მაშინ თვითონ გრიგოლ ვაშაძე უნდა დაიჭირონ. ყველაფერს ნუ ავურ-დავურევთ საქართველოში ერთმანეთში. ნინო ანანიაშვილი ამხელა პროფესიონალია, თავის საქმეს აკეთებს და მას რატომ უნდა შევეხოთ, რა უაზრობაა? ნინო ანანიაშვილისგან რაღა გვინდა, რა არის ეს, რა უბედურებაა? დავით ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს, დამშვიდდეს და დაწყნარდეს. არ შეიძლება სულ ჩხუბი და დავიდარაბა გვქონდეს. ახლა ნინოსაც მივწვდით, რა შუაშია ეს ქალბატონი? დავაცადოთ ერთმანეთს არსებობა და მუშაობა და ყველას გთხოვთ, დაანებეთ რა თავი ნინო ანანიაშვილს” – ზურა ყიფშიძე.

ყიფშიძის ინტერვიუ “კვირის პალიტრასთან”

იტვირთბა....