“თამარ ჟვანია არის ადამიანი, რომელსაც ბრალი მიუძღვის არჩევნების გაყალბებაში”, – ამის შესახევ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძის აზრით, გადაწყვეტილია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კვლავ თამარ ჟვანია იქნება.
“ის არის შეუცვლელი ფიგურა, ხოლო დანარჩენები, ვინც არიან დასახელებულები, ეს არის კანონის მოთხოვნა, ისინი უქმნიან მას რაღაც ფონს და კონკურენციის იმიტაციას. რატომ დათანხმდნენ ამ როლზე, ესეც მიკვირს. გასაგებია, ვინც იქნება არჩეული – ხელისუფლების დამხმარე ხელი,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.