“მე მგონია, რომ არავინ მერჩის”, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეკითხვას – “ხომ არ გერჩიან იმის გამო, რომ ის გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრი იყავით, რომლის მუშაობა ბიძინა ივანიშვილმა დაიწუნა“.
“მე მგონია, რომ არავინ მერჩის, ბატონი ბიძინას და ბატონი გიორგის ურთიერთობები არის მათი ურთიერთობები. რაც შეეხება მოგების გადასახადის გაუქმების რეფორმას, ვფიქრობ, წარმატებულია“, – განაცხადა ყოფილმა ვიდე-პრემიერმა.