ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორი-ქარელის მაგისტრალზე ავარიას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა 

გორი-ქარელის  საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა. როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ქვეითად მოსიარულე მოზარდს „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მძღოლი, რომელსაც შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია, პოლიციაშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.



 

 

 

 

 

იტვირთბა....