„ოფიციალური ვერსიაა, რომ პრეზიდენტმა „სტეჩკინით“ მოიკლა თავი. „სტეჩკინი“ ვინც იცის, ეს არის მძიმე იარაღი, 1 კგ-ზე მეტი, თვითმკვლელობის შემდგომ იატაკზე უნდა ეგდოს და ხელიც გადავარდნილი უნდა ჰქონდეს, ამას ნებისმიერი ექსპერტი დაგიდასტურებთ. ეს არის ინსცენირებული, რომ მას ეს იარაღი უკავია და მუცელზე უდევს. იარაღი არის ნივთმტკიცება, ხოლო ის არის გაპრიალებული, გაპოხილი, არავითარი ანაბეჭდი მასზე არ არის“
თენგიზ სიგუა
ამონარიდი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თენგიზ სიგუას, გამოკითხვიდან, 2010 წელი, წიგნი: „პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმე“