საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, ცესკოს ერთ-ერთ კარგ თავმჯდომარე თამარ ჟვანიაა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელება პრეზიდენტის პრეროგატივაა და ამის შემდეგ იქნება პარლამენტში მსჯელობა.
„ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც გვექნება შესაძლებლობა ვიმსჯელოთ კანდიდატთან დაკავშირებით. სტანდარტები, რომელიც დაამკვიდრა ცესკო-მ ბოლო წლებში, გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მანამდე პერიოდში. ბოლო წლებში არჩევნები ფასდება ძალიან მაღალი სტანდარტით. ვფიქრობ, თამარ ჟვანია არის ერთ-ერთი კარგი თავმჯდომარე, ვინც კი მახსოვს ამ პოზიციაზე. წინა კანდიდატები საკმაოდ მძიმე შემთხვევები იყვნენ. დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ალომე ზურაბიშვილმა, ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა უნდა დაასახელოს.