ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არის ქალი, რომელიც მელიას დაუპირისპირდა – “ნაცებს, ვერ წარმოუდგენიათ უანგაროდ ქვეყნის სიყვარული”

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ვიდეო, სადაც მოქალაქეი ნიკა მელიას დაუპირისპირდა, საჯარო სამსახურში არ მუშაობს.

47 წლის ხათუნა ღამბაშიძეს ორი შვილი ჰყავს და ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. ამასთან, ხათუნა ღამბაშიძე აცხადებს, რომ მას საჯარო სამსახურში არასდროს უმუშავია, მით უფრო რომ უმაღლესი განათლება აქვს და ორ უცხო ენას ფლობს. ამჟამად, ორი შვილის დედა მცირე მეწარმეა და პატარა ჯიხური აქვს. მისი მეუღლე, 2012 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის შედეგად შრომის უუნარო გახდა. ექიმების მიერ დაშვებული შეცდომის გამო, ხათუნა ღამბაშიძის მეუღლე დღემდე სახლში მკურნალობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი კი ის პატარა ჯიხურია, რომელსაც ხათუნა ღამბაშიძე უკვე რამდენიმე წელია ამუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას “კვირა” ავრცელებს.

„საქმეზე მივდიოდი და დავით კირკიტაძის სახლთან დავინახე „ნაციონალური მოძრაობის“ უამრავი წევრი, თუმცა, მაგ დროს მანქანა არ გამიჩერებია. უკან რომ ვბრუნდებოდი, უფრო ბევრი ხალხი იყო, უფრო მეტი „ნაცები“ მოსულიყვნენ დათო კირკიტაძის დასაცავად და მომესმა, ნიკა მელია ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა და მისმა ფრაზამ, „ეს ხელისუფლება იტყუება“, გამაღიზიანა. გავაჩერებინე მანქანა და გადმოვედი. ის, რაც გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, ეს იყო ქვეყნის სირცხვილი. ისედაც გაბრაზებული ვიყავი და ნიკა მელიას ამ ფრაზამ უფრო გამაღიზიანა, გავაჩერე მანქანა და რაც სათქმელი მქონდა, ვუთხარი. არც ჩემი ვინაობა დამიმალავს, ვუთხარი ჩემი სახელიც და გვარიც. ნაცებს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ უანგაროდ ქვეყანა გიყვარდეს და უტიფრად მიმტკიცებდა, რომ მე საჯარო სამსახურში ვმუშაობ, ძალიან სასაცილოები არიან. ცილისწამება მათი ხელწერაა, შეუძლიათ ადამიანს ყველაფერი დააბრალონ და საზოგადოებას დააჯერონ, რომ „თეთრი შავია“, – აღნიშნა ხათუნა ღამბაშიძემ  „კვირასთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და მოქალაქეს შორის ქუჩაში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

იტვირთბა....