რუსეთში ვალუტის კურსის ამსახველი ტაბლოები აიკრძალა, – ამის შესახებ კანონს პრეზიდენტმა პუტინმა უკვე მოაწერა ხელი.
რუსეთის ცენტრალურ ბანკს დაევალა გადაწყვიტოს, როგორ მიაწვდიან საფინანსო ინსტიტუტები კლიენტებს ინფორმაციას ვალუტის გაცვლის კურსის შესახებ.
აკრძალვის ინიციატივით რუსეთის ცენტრალური ბანკი იმ მოტივით გამოვიდა, რომ ხელი შეუწყოს ბრძოლას ვალუტის გამცვლელ უკანონო ობიექტებთან.
ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ცვლილების შედეგად მოსახლეობა სავალუტო რყევებს უფრო მშვიდად შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები ხშირად იყენებენ ვალუტის კურსის მაჩვენებელი ელექტრონული ტაბლოების ფოტოებს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემების საილუსტრაციოდ.