ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საცხოვრებელი ფართები თბილისში 16 ოჯახს დაუკანონდება

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დედაქალაქში მცხოვრებ 16 ოჯახს დაუკანონდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  განაცხადა.

„დღეს თბილისის მთავრობა 16 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაცემის საკითხს განიხილავს. დიდი ხანია უკვე, რაც ეს პროექტი დავიწყეთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და დღეს 16 ოჯახს გავაბედნიერებთ. მათგან 11 საცხოვრებელი ფართი მარუაშვილის ქუჩაზეა, ხოლო დანარჩენი ხუთი – გლდანის VII კვარტალში, მოსკოვის გამზირზე, აღმაშენებლის N189-ში, ლილოსა და საქსოვმანქანის დასახლებებში. მინდა მივულოცო ამ საცხოვრებლებში შესახლებულ ოჯახებს. ისინი აღნიშნულ მისამართებზე წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, სადაც თაობები, შვილები, შვილიშვილები გამოზარდეს და ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნულ პროექტს მომავალშიც განაგრძობს და საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემას არაერთ ოჯახს მოუგვარებს.

იტვირთბა....