ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საია – არ არსებობს მუხლი, რომ წარუმატებელი თვითმკვლელობა დასჯადი ქმედებაა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქალი ფეისბუქ-ლაივით აცხადებდა, რომ თავს იკლავდა და მიზეზად ასახელებდა, რომ აქვს ვალები და არც ერთ სამსახურში არ მიიღეს, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია.

ქალი გამოიყვანეს მდინარიდან. გავრცელებული ინფორმაციით, მას წარუმატებელი თვითმკვლელობის გამო 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ქალი არავის დაუჯარიმებია.

“მეტრონომი” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც დაუკავშრდა, სადაც განაცხადეს, რომ არ არსებობს მუხლი, რომლის თანახმადაც ადამიანს წარუმატებელი თვითმკვლელობის გამო, 500 ლარით დააჯარიმებენ.

“არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში ასეთი მუხლი, რომ წარუმატებელი თვითმკვლელობის გამო სახდელს ეკისრებოდეს ადამიანს. ასეთი მუხლი არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშია შეტანილი –  ანუ არ არსბეობს ეგეთი მუხლი, რომ წარუმატებელი თვითმკვლელობა დასჯადი ქმედებაა”, – აცხადებენ საიაში.

იტვირთბა....