“სალომე სამადაშვილი, როგორც ელჩი, იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი უსაქმური და კანონების არმცოდნე”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, სამადაშვილს კომიტეტის სხდომებზე დასწრების ყველაზე მეტი გაცდენა აქვს.
„არ წაუკითხავს არც ერთი კანონპროექტი, რაც იხილება პარლამენტში“, – აცხადებს ბესელია.
ცნობისთვის, სალომე სამადაშვილი იურიდიული კომიტეტიდან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადადის.