მთავარი ციტატა

“ქართულ ოცნებას აქვს სხვა სტანდარტი პოლიციასთან დაკავშირებით”

„პროტესტი იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური, ამ პროტესტის გამოსახატად წავიდა ადამიანთა ჯგუფი და ამ ჯგუფს უკანონოდ გადაუკეტა გზა პოლიციამ. და ეს მინდა, ცალსახად ითქვას, რომ უკანონო ნაბიჯი იყო, ამას მოჰყვა პოლიციასთან დაპირისპირება და დღეს გვყავს ბრალდებულად კირკიტაძე. ზოგადად პოლიციასთან ნებისმიერი ტიპის დაპირისპირება არის ჩემთვის მიუღებელი იმიტომ, რომ ვთვლი, რომ პოლიციას, თუნდაც, მას უკანონო ბრძანებას აძლევდნენ, მაინც უნდა ვცეთ პატივი. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. თუმცა, “ქართული ოცნება” სულაც არ თვლის ასე. “ქართულ ოცნებას” აქვს სხვა სტანდარტი პოლიციასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ და აღნიშნა, რომ კორცხელის ინციდენტის დროს ოცნების მიერ გაგზავნილმა სპორტსმენებმა სცემეს ორ პოლიციელს და ისინი ამისთვის არ დასჯიან.

“რუსთავი2-ის” ეთერი.

იტვირთბა....