ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ტყუილია, თითქოს, პოლიციას დავით კირკიტაძე დაესხა თავს

“იმ დანაშაულებების კასკადის ფონზე, რომელიც სოფელ ველისციხესთან ხელისუფლებამ ჩაიდინა, ახლა ცდილობს, როგორმე თავი იმართლოს”,- ამის შესახებ ენმ-ის წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, დავით კირკიტაძის დაკავებით ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი ჩადენილი დანაშაული ოპოზიციას გადააბრალოს.

მისივე თქმით, ტყუილია, თითქოს, პოლიციას დავით კირკიტაძე დაესხა თავს.

„ხელისუფლებას აქვს ახლა ერთადერთი გზავნილი და ცდილობს, თავი იმართლოს, რომ თითქოს, დავით კირკიტაძე თავს დაესხა პოლიციას. ჩვენ გზა არ გადაგვიღობეს პოლიციელებმა, ჩვენ გზა გადაგვიღობეს დამნაშავეებმა. მაშინ, როდესაც თავს გესხმიან, ადამიანი იცავ თავს და იგივე მოხდა ველისციხეშიც და კირკიტაძის შემთხვევაშიც.

რეალურად გვეუბნებიან, რომ, თუ დაგჭრი, თავდამსხმელს არ დავსჯი. ვიხილეთ ახალქალაქი, ვიხილეთ ონი. თუ არ ხარ ჩემიანი, ზონდერებს მოგისევ, კორცხელი იხილეთ. თუ გაილახები, არ დავსჯი თავდამსხმელებს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა,რომ  ბრძოლის შეწყვეტას ის და მისი თანაგუნდელები არ აპირებენ.

იტვირთბა....