ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“საქართველოში თავისუფალ მართლმსაჯულებას ვერ ვხედავ” – დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბუტა რობაქიძის საქმის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს ისეთი მართლმსაჯულება, რომელიც არავთარ კითხვას არ ბადებს.

ამასთან, როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ის კონკრეტულად აღნიშნული საქმის განაჩენს არ იცნობს.

„მე არ ვიცნობ განაჩენს, მართლა არ მინახავს. ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს ისეთი მართლმსაჯულება, რომელიც არ დაბადებს არავითარ კითხვას. მე ვერ ვხედავ საქართველოში თავისუფალ მართლმსაჯულებას და ეს დამტკიცდა არაერთხელ. რეალურად, ჩვენ ერთად ზუსტად იმისთვის ვიბრძვით, რომ მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა, ბრალდება იყოს ადეკვატური იმ დემოკრატიული პრინციპებისა, რომელიც უნდა იყოს და არა იმ პრინციპების, რომელსაც ემხრობა საქართველოს ხელისუფლება“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები  – დავით იაშვილი, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დააკავეს.

იტვირთბა....