“ნეტავ ჩემს შვილ ქონდეს 20 წელიც კი მისჯილი ოღონდ ვიცოდე რომ ცოცხალია” – ასე გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, “მეტრონომთან” საუბარში დღეს გამართულ სასამართლო სხდომასს, სადაც ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბრალდებულებს დავით იაშვილს, გურამ დონაძეს, ზურა მიქაძესა და ირაკლი ფირცხალავას პატიმრობა მიესაჯათ.
“პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლე მგელიაშვილს, რომელმაც ნამდვილად გამოიტანა უმაღლესი სასჯელი, იმ მუხელების მიხედვით რაც ქონდათ მათ წარდგენილი. თუმცა რამდენიმე მუხლი შთანთქა ამინისტიამ და ამიტომ დარჩათ 5 წელი და სამი თვე, რაც ჩემთვის მისაღებია, მიუხედავად იმისა, რომ დანაშული უფრო მეტს ითვალისწინებს. მე ამაზეც თანახმა და კმაყოფილი ვარ” – განაცხადა ია მეტრეველმა ჩვენთან საუბარში.
ია მეტრეველმა “მეტრონომთან” საუბარში ასევე ისაუბრა, სასამართლო დარბაზში მომხდარ ინციდენტზე.
მისი თქმით გაუგებარია, თუ რატომ მოყვა დამნაშავეების დაჭერას აჟიოტაჟი.
“იაშვილის ოჯახის წევრმა რაღაც ნივთი გაისროლა და მოხვად პროკურორს დავით მეფარიძეს, რომელსაც ბეწვე აცდა საფეთქელთან და წამოუვიდა სისხლი. საბედნიეროდ, კიდევ კარგი აცდა და გაიყვანეს ექიმთან. იყო იქ კივილი, წივილი შეურაცხყოფები, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია რა აკივლებდათ. სასტიკი დანაშუალი ჩაიდინეს მათმა ოჯახის წევრებდა და 14 წელია ამ დანაშაულის გამო უსამართლობას ვებრძბვი და სამართალს ვეძებ. მაშინ, როცა ჩემი შვილი წევს მიწაში და ესენი მშვენივრად ჰაერზე დადიან. ნეტავ ჩემს შვილ ქონდეს 20 წელიც კი მისჯილი ოღონდ ვიცოდე, რომ ცოცხალია. ამას ვერ ფიქრობენ და ვერ აცნობიერებენ. რაც დააშავეს პასუხი უნდა აგონ. ეს იქნება კარგი მაგალითი შემდეგი ხელისუფლებებისთვის და მაღალჩინოსნებისთვის, როგორ არ უნდა მოიქცნენ მითუმეტეს ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნები და როგორები არ უნდა იყვნენ ასეთი თანამდებობის პირები” – განაცხადა ია მეტრეველმა “მეტრონომთან” საუბარში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.