aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, შესაძლოა ის და ნიკა მელია დააკავონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო, შესაძლოა, გიორგი ვაშაძე და ნიკა მელიაც დააკავონ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გიორგი ვაშაძე ავრცელებს.

მისი თქმით, უწყებიდან მისდით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქმე ოპოზიციის სხვა ლიდერების წინააღმდეგაც აღიძრება.

აღნიშნულთა დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი,დავით კირკიტაძე დააკავეს. კიკრიტაძეს ველისციხეში მომხდარი ინციდენტის დრო პოლიციელზე თავდასხმა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ქონების დაზიანება ედება ბრალად.

იტვირთბა....