გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან რაც ხდება, არის კლოუნადა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ისაუბრა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რამენაირად თავი გაიმართლოს და თავისი დამარცხება ვიღაცას გადააბრალოს.
„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, რაც არსებულ მდგომარეობასთან კავშირში არ არის. პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ და მათ საშუალება ჰქონდათ, პროცესში ჩართულიყვნენ და ქვეყანა 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო, მაგრამ დღეს რაც ხდება, კლოუნადაა იმის, რომ რამენაირად თავი გაიმართლონ და თავის დამარცხება ვიღაცას გადააბრალონ”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.