ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რა ქნას გახარიამ? ხელისუფლების სიბრიყვეს საზღვარი არ აქვს” – ხუხაშვილი “მეტრონომთან”

არაკომპეტენტური ამოცანა დაუსვა ხელისუფლებამ გახარიას და მან  როგორც შეეძლო გართვა თავი, რაზეც არ შეიძლება არ შევაქოთ – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბარში ინაუგურაციასა და მიმდინარე მოვლენებს.

როგორც ხუხაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, გახარიამ კითხვის ნიშნებით, მაგრმა მაიინც გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.

“უნდა ჩაეტარებინათ თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციას აქცია, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამ პროცესში ნორმალური არაფერი არ არის. მეორეს მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს რთული ამოცანა ჰქონდა. ერთის მხრივ მას უნდა უზრუნველყო ღონისძიების უსაფრთხოება, მეორეს მხრივ კი ეს გაეკეთებინა მცირე სისხლით.

მიუხედავად იმისა, რომ აქ კითხვის ნიშნები რჩება შინაგან საქეთა სამინისტრომ ამ საქმეს თავი გაართვა. მართალია კითხვის ნიშნებით, მაგრამ მაინც მართა პროცესი. სხვა საკითხია, რომ თვითონ ხელისუფლების სიბრიყვეს არ აქვს საზღვარი. რა ქნას ამ გახარიამ? ჯერჯერობით ართმევს თავს. ეს სიბრიყვე კიდევ საით მიიყვანს ამ ხელისუფლებას უკვე აღარ ვიცი.

თელავის არჩევა ინაუგგურაციის ადილად იყო პოლიტიკური სიბრიყვე, სიმბოლიკის თვალსაზრისით სიბრიყვე, ლოგისტიკური თვალსაზრისით სიბრიყვე და კრიზისების მართვის თვალსაზრისით სიბრიყვე, ანუ ოთხმაგი სიბრიყვე ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან. ამის შედეგი იყო, რომ გუშინდელი საინფორმაციო ველი, სადაც მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ინაუგურაცია, ორ ნაწილად გაიყო. უცხოეთის მედიას თუ გადახედავთ 50-50-ზე შუქდებოდა ინფორმაცია. 50% ინაუგურაციაზე მოდიოდა, 50% კი საპროტესტო აქციაზე. მაშინ როდესახ ხელისუფლებას შეეძლო ბევრად უფრო მარტვად გადაეწყვიტა ეს საკითხი. ინაუგურაციის ადგილი ლოგისტიკური იდიოტიზმი იყო, რადგან ეს სტუმრები აბლაყუნეს 6 საათი ჩააგრიხინეს მანქანებით და ჩამოაგრიხინეს უკან, მაშინ როდესაც უფრო მარტოვად შეეძლოთ იგივეს ჩატარება მცხეთაში, ფუნიკულიორზე და სხვა მილიონი ადგილას. პროტესტი მაინც იქნებოდა, მაგრამ მეორეხარისხოვანი ნიუსი. მძიმე და არაკომპეტენტური ამოცანა დაუსვა ხელისუფლებამ გახარიას და მან  როგორც შეეძლო გართვა თავი, რაზეც არ შეიძლება არ შევაქოთ” – განაცხადა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბარში.

 

იტვირთბა....