„თელავში მაინც ჩავაღწევთ”- ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ შეურაცხყოფას არ აპატიებს.
„მთავარი არის ის, რაც დაგვახვედრა ხელისუფლებამ ჩვენ. რეალურად, ჩვენ საქმე გვაქვს უკანასკნელ ლაჩარ ადამიანებთან, რომლებსაც საკუთარი აჩრდილისაც კი ეშინიათ, არა თუ ხალხის და ხალხის ხმის… ასეთი სიმხდალე მე არ მინახია, ვისთვის ჩაატარეს ინაუგურაცია, 200 ადამიანისთვის? და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისთვის რა? არაფერი ხომ? მთლიანად ჩამოირეცხა, ქართულ ოცნებას სახე აღარ დარჩა. ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ერთო ოლიგარქის დაფუძნებული ფეოდალური სახელმწიფო, სადაც 200 მინი ფეოდალი ჰყავს დამონებული,“ – განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.