მთავარი ციტატა

“ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი”

“ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, მე პირელ რიგში თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს, საქართველოს გაერთიანებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი. მე გადავწყვიტე დღეს აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი. მადლიერი ვარ მათი ვინც ხმა მომცა არჩევნებზე, მადლიერი ვარ “ქართული ოცნების”, რომელმაც როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დამიჭირა და ამით დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა, პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცდა. ისიც ვიცი, რომ სხვადასხვა პარტიას განსხვავებული პოზიცია აქვს, თუნდაც ჩემი პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით. დღეიდან კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი. ვიქნები კანონი უზენაესობის გარანტი, ვიზრუნებ იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება გავაძლიეროთ, ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა,“- სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო

იტვირთბა....