„დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული, ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ შემოიტანს დისონანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვებს ადამიანი ან ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ამას ღირსეულად შეხვედრა უნდა.
„დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული, დღეს არის ინაუგურაცია და ის აუცილებლად ჩატარდება მშვიდ და საზეიმო ვითარებაში, ამავე დროს კონსტიტუციით გარანტირებულია ის, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი მოქალაქეობრივი სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. პოლიციამ შესთავაზა ყველას, რომ ესარგებლათ ალტერნატიული გზით მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ შემოიტანს დისონანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში არის შემდგარი დემოკრატია. როდესაც ადამიანი გაიმარჯვებს და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ამას უნდა ღირსეული შეხვედრა, ისევე, როგორც უნდა ღირსეული შეხვედრა ოპონენტის მხრიდან. ჩვენი ხედვა გახლავთ ასეთი და კიდევ ერთხელ მსურს ყველას მივულოცო დღევანდელი დღე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
რამდენიმე წუთში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დაიწყება.