ახალი ამბები მთავარი ციტატა

ვაშაძე – ჩემი ინფორმაციით, ამერიკის მხარემ აქვე მყოფ USAID-ის წარმომადგენელს უთხრა, ბარემ ჩაიარე ინაუგურაციაზეო

“საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელიც არ გამოაგზავნეს ინაუგურაციაზე, USAID-დან გამოუშვეს პირი. USAID რომ ვიცოდეთ, ეს არის სხვადასხვა რეფორმების მხარდამჭერი ორგანიზაცია. ეს არ არის სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც საჯარო სამსახურის ნაწილია.ჩემი ინფორმაციით, გვერდზე რომელიღაც ქვეყანაში მივლინებით იმყოფება პროექტის ხელმძღვანელი და მას უთხრეს, რომ ჩაიარე საქართველოშიო. ეს არის გზავნილი, რომ იმ სტანდარტს, რაც არის საქართველოში, არ შეეგუება არავინ”, – განაცხადა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემაში “პირველები”.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს.

იტვირთბა....