“სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას აპირებენ. პრეზიდენტის, რომლის ინაუგურაციაზეც ჩამოდის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე საშინელი დელეგაცია ჩამოდის, საშინელს ვამბობ ყველაზე დაბალი რანგის კუთხით. თუ გინდათ სათითაოდ გავიაროთ სახელებითა და გვარებით. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი უკუსვლა გვაქვს. არავინ არ ჩამოდის მოქმედი დასავლეთ ევროპიდან. ჩამოდის სარკოზი, რომელიც კაცმა არ იცის დააღწია თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.იქ მინისტრები წერია და ჯერ ვერ დავადგინეთ სახელები და გვარები”, – განაცხადა გადაცემაში “პირველები” “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს.

