თელავში ინაუგურაციის რეპეტიციას ქვემეხებიდან გასროლის დროს გამოწვეულმა ბიძგებმა სოფელ კურდღელაურში რამდენიმე ადგილობრივი დააზარალა.
“რუსთავი2-ის”ინფორმაციით, ჩაიმსხვრა სამზე მეტი საცხოვრებელი სახლის შუშები. როგროც დაზარალებულები “კურიერთან” საუბრისას ჰყვებიან, ძლიერი ხმა დაახლოებით 4 საათისთვის გაისმა, რასაც ბიძგები მოჰყვა. სროლამ მოსახლეობაში მცირე პანიკაც გამოიწვია. სოფლის მცხოვრებლები იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც ქვემეხებია განლაგებული. მათი თქმით, ადგილზე მყოფმა სამხედროებმა მათ უთხრეს, რომ დაზარალებულთა მონაცემებს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწვდიან.
თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქვემეხებს გაისვრიან