ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: თელავში, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, აქციას არ ვმართავთ

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის,  გიორგი ვაშაძის განცხადებით, თელავში აქცია 800-წლოვან ჭადარსა და ერეკლე მეფის ძეგლს შორის, მოედანზე გაიმართება.

ისინი ხელისუფლება მოუწოდებენ, არ შეუზღუდოს მათი მანიფესტაციის უფლება.

“ჩვენ ხშირად გვაქვს საქმე იმასთან, რომ საჯარო მოხელეები კანონს არ კითხულობენ. მათ არანაირი უფლება არ აქვთ რამე აგვიკრძალონ ან დაუშვან. ჩვენი უფლებაა შევატყობინოთ და ეს გამოვიყენეთ. თელავში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, აქციას არ ვმართავთ, რათა ხელი არ შეეშალოს ღონისძიებებს. აქციას ვმართავთ იქ, სადაც არაფერია დაგეგმილი. ჩვენ სადაც დავგეგმეთ, იმ მიმართულებით მივდივართ და იმედი გვაქვს, არანაირი პრობლემები არ შეგვექმნება. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეზის შეცვლას.

კვირას, 16 დეკემბერს, 09:00 საათზე, შევიკრიბებით აეროპორტის ტრასაზე, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან. ყველა ერთად, ორგანიზებულად, გავემგზავრებით თელავში. ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას და გავაპროტესტებთ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას. ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ამ ღონისძიებაში, შეგიძლიათ მოხვიდეთ აეროპორტის ტრასაზე და გავემგზავროთ ერთად. მსურველებს, ვისაც დამატებითი ინფორმაცია აინტერესებთ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე 211 02 45″,-  განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....