დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ნიუპოსტს განუცხადა, რომ დაცვის თანამშრომლებმა მოქალაქე სკამზე დასვეს, სადაც გარაიცვალა.
“ასობით ადამიანი მოდის დახმარების სათხოვნელად, ზოგოერთს კონსულტაცია სჭირდება. აღნიშნულ ქალბატონსაც სავარაუდოდ დახმარება სჭირდებოდა, საბუთებით იყო მოსული. დაცვის სამსახურში გვითხრეს, რომ დახმარება ითხოვა, შეუიძლოდ ვარო, სკამზე დასვეს და შემდეგ შეამჩნიეს, რომ აღარ სუნთქავდა. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა”- ამბობს ხაბეიშვილი.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.