ლენტეხისა და მესტიის მოსახლეობის წარმომადგენლებმა თბილისში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შენობასთან, ჰესების მშენელობის საწინააღმდეგო აქცია გამართეს.
ისინი მოითხოვენ ბანკმა ხეობაში ჰესების მშენებლობის დაფინანსება შეწყვიტოს.
ასევე, მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს, პროექტზე უარი თქვას, რადგან ხეობა და ზოგადად ქვემო სვანეთი დაიცლება, გარდა ამისა, მოსალოდნელია ეკოლოგიური კატასროფა.
სვანეთის მოსახლეობა აქციების პერმანენტულ ჩატარებას გეგმავს.
ფოტო ს ავტორი მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება.