ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტრასბურგის საშობაო ბაზრობა დღეს განახლდება

ტერაქტის შემდეგ დახურული სტრასბურგის საშობაო ბაზრობა დღეს გაიხსნება, თუმცა შეიცვლება მუშაობის განრიგი და უსაფრთხოების ზომები.

ბაზრობის განახლებას დაეწსრება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, კრისტოფ კასტარენი.

“ვაჩვენებთ, რომ საფრანგეთი  იმაზე ძლიერია, ვინც თავს გვესხმის“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას, სამი ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშვდა. თავდამსხმელი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

 

იტვირთბა....