ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ასჯერ მოწყალე იყოს, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ახალი პრეზიდენტი შეწყალების პრაქტიკას დასავლურ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან შესაბამისაობაში მოიყვანს.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალების განხორციელების პრაქტიკა მთლიანად იყო აცდენილი დასავლურ გამოცდილებასთან.

„რაც შეეხება ბოლო აქტს, ეს არის მისი გადასაწყვეტი, თუმცა, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების განხორციელების პრაქტიკა მთლიანად იყო აცდენილი დასავლურ გამოცდილებასთან. დაახლოებით ასჯერ მეტი იყო სტატისტიკა შეწყალების კუთხით, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რაც იყო არასწორი ამ პრაქტიკაში. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ასჯერ „მოწყალე“ იყოს, ვიდრე აშშ-ის ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, იყო სერიოზული ხარვეზები, რაც გადახედვას საჭიროებს და ვფიქრობ, რომ ახალი პრეზიდენტი აუცილებლად მოიყვანს შეწყალების პრაქტიკას შესაბამისობაში დასავლურ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....