“არსებობენ პორტირებული „ნაციონალები“, ვინც არიან „ქართულ ოცნებაში“; ექსპორტირებული “ნაციონალები“, რომლებიც არიან „ევროპულ საქართველოში“ და ჭეშმარიტი „ნაციონალები“, ვინც არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ უფრო გაყოფილი იყო პოლიტიკურ სპექტრი.
“ვინ ვიყავით – ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელიც პოლიტიკაში ასე პირდაპირ არ ყოფილა, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც გვქონდა ოპოზიციაში ყოფნის ბიოგრაფია. ეს იყო მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური გაერთიანება. რამდენიმე წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებაში“ ფაქტობრივად არ დარჩნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ოპოზიციური გამოცდილება ჰქონდათ, რამდენიმე ერთეული გამონაკლისის გარდა.
ცოტა იუმორიც რომ შევიტანოთ, ასე ირჩევა ხოლმე ქართული პოლიტიკური რეალობა – არსებობენ პორტირებული „ნაციონალები“, ვინც არიან „ქართულ ოცნებაში“; ექსპორტირებული “ნაციონალები“, რომლებიც არიან „ევროპულ საქართველოში“ და ჭეშმარიტი „ნაციონალები“, ვინც არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს პორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებს, ჭეშმარიტებმა რა დააშავეს და ამას უყურებ როგორც პოლიტიკური დებატებს. როდემდე უნდა ვუყუროთ ერთი და იგივე ამბავს, როდესაც ადეიშვილის ან მერაბიშვილის რომელიღაც ჩინოვნიკი ყვება, რა საშინელება იყო ის პროცესი. აქ მე ვერ ვხედავ რეალურ დაპირისპირებას