ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

vali.ge-ს „ვითიბი ბანკის“ სიებიც დაემატა

ე.წ. ვალების განულების საიტს vali.ge-ს „ვითიბი ბანკის“ სიები დაემატა. შესაბამისად, საიტზე საკუთარი მონაცემების შემოწმება იმ მოქალაქეებსაც შეუძლიათ, ვისაც ე.წ. უიმედო სესხი „ვითიბი ბანკში“ აქვს.

საიტზე ატვირთულია შემდეგი ბანკების მონაცემები: „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „სილქ როუდ ბანკი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „იშბანკი საქართველო“ და „ვითიბი ბანკი“. სიას უახლოეს პერიოდში სხვა საფინანსო ორგანიზაციები დაემატება.

ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, ის მოქალაქეები, ვისი მონაცემები ვებგვერდზე უკვე ჩანს, სესხების განულების პროგრამაში ავტომატურად მონაწილეობენ და მათ დამატებითი რეგისტრაცია ან განაცხადის შეტანა აღარ სჭირდებათ.

შეგახსენებთ, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ვალების განულებისთვის სპეციალური საიტის შექმნის შესახებ დაანონსა, სადაც მსესხებლებს საშუალება აქვთ შევიდნენ და ნახონ საკუთარი გვარი სიაში.

იტვირთბა....