მთავარი ციტატა

პაპუაშვილი ოპოზიციას: “რა გინდათ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და დაგხოცოთ?!”

რა უნდა გელაპარაკო, შენ ხარ ჩვეულებრივი ყეყეჩი ადამიანი, არაფერი შენ არ გესმის.

ამას სწავლა არ სჭირდება, რომ ნებისმიერი კრიტიკული აზრი უნდა მოისმინო. ძალიან უხერხული მდგომარეობა იქმნება. ბოლოს და ბოლოს რა გინდათ, სადამდე მიდიხართ… ორი საათია ვუსმენ კაცს, რომელიც ყეფდა, რას აღარ ამბობდა, პირიდან რა არ ამოსდიოდა, რა გინდათ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და დაგხოცოთ?!

რაც არ უნდა კრიტიკული საკითხი იყოს, უნდა თქვა, მაგრამ ზოგს ამის კულტურა აქვს, ზოგს – არა. ამიტომ იწვევთ ამ მდგომარეობას! ვინ იყო აქ ისეთ მდგომარეობაში, რომ თქვენთვის რამე ეთქვა?! გამაგებინეთ, რა უნდა ასწავლოთ ხალხს, როცა 800-ჯერ გაგყარათ პოლიტიკიდან. აღარ ხართ ამ დედამიწის ზურგზე, აღარ სუნთქავთ, რეალობაში აღარ ხართ, პასუხი როგორ გაგცეთ, აღარ მესმის! მართლა სამარცხვინოა ეს გაქაჩვ-გამოქაჩვები, არც მე არ მომწონს, მაგრამ ამოდიხართ ყელში. საჩხუბარი მოედანიც არ არის, რომ კაცმა ნორმალურად იჩხუბოს. ვის უნდა ეს ჩხუბი და „დავიდარაბა“?! როგორ უნდა აგიხსნათ სხვანაირად, თქვენ გამოიწვიეთ ეს პროვოკაცია და ბოდიში მაინც თქვით“ – განაცახდა ზაზა პაპუაშვილმა საპარლამენტო დარბაზში ნიკა მელიასთან დაპირისპირების დროს.

დაპირისპირება პარლამენტში: იხილეთ ვიდეო

 

იტვირთბა....