“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ინაუგურაციის დღეს დაგეგმილ აქციას ის დატვირთვა არ ჰქონდეს, რომ ამ აქციაზე ხდება ალტერნატიული საქართველოს პრეზიდენტის გამოცხადება”, – ამის შესახებ ენმის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სურს აქციაში მონაწილეობის მიღება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ნათელი გახდება გაერთიანებული ოპოზიციის ძირითადი სულისკვეთება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, მას სურს 16 დეკემბრის აქციაში მონაწილეობა, თუმცა მივა თუ არა აქციაზე, ეს დამოკიდებულია გაერთიანებული ოპოზოციის სულისკვეთებაზე. მისი თქმით, გასაგები უნდა გახდეს აქციის მიზნები და ამოცანები. „ჯერჯერობით უცნობია, აქციის ფორმატი რა არის, როგორ განისაზღვრა, რა იგეგმება. ჩემი სურვილია, აქციაში მონაწილეობა მივიღო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, რაც გასაგები გახდება, რა არის გაერთიანებული ოპოზიციის ძირითადი სულისკვეთება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ინაუგურაციის დღეს დაგეგმილ აქციას ის დატვირთვა არ ჰქონდეს, რომ ამ აქციაზე ხდება ალტერნატიული საქართველოს პრეზიდენტის გამოცხადება. ეს თუ იქნება აქციის სულისკვეთება, ვერ ვხედავ ამ აქციის შემდგომი პოლიტიკური დატვირთვა როგორ უნდა გაგრძელდეს. ჩემთვის გასაგები უნდა იყოს, აქციაზე ჩვენი მიზნები და ამოცანები რა არის, რადგან 16 დეკემბერს აქცია დასრულდება და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკური ბრძოლა,“ –განაცხადა სალომე სამადაშვილმა.