იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე “ქართული ოცნების” ინიციატივას, რომელიც საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეხება, სამარცხვინოს უწოდებს.
“გამოდის, რომ იმ კანონპროექტით, ყველა თანამშრომელი ამ რეჟიმისგან გადის გარეთ, ანუ ისინი უკვე არ ექვემდებარებიან ამ პროგრესულ კანონს. როგორც ჩანს, ეს ახლადარჩეული პრეზიდენტის სურვილმა განაპირობა” – აცხადებს ბარამიძე.
შეგახსენებთ, კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული ხდება ხელშეკრულება გააფორმოს, შესაბამისად, მათ საჯარო მოხელის სტატუსი გაუუქმდებათ და კანონი, როგორც საჯარო მოხელეებს, ვეღარ დაიცავს, რაც პრეზიდენტს უფლებას მისცემს თანამშრომლები კონკურსის გარეშე აიყვანოს.