aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე: სამადაშვილი შეცდომაში შეუყვანიათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“სალომე სამადაშვილი ჯერ კიდევ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეა, ამიტომ, მას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი”, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის პოზიციას.

მისი თქმით, თუ სამადაშვილმა საიდანღაც მოიტანა, რომ ვიღაც გაერთიანებულ ოპოზიციაში გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტად აცხადებს, შეცდომაში შეუყვანიათ. ‘

„უკაცრავად, ვინ გამოაცხადა გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტად. სალომე სამადაშვილს უნდა კითხოთ, რადგან ერთხელ უკვე გითხარით, ჩემი სახელი და გვარი არის გრიგოლ ვაშაძე, რაც ამ ტრიბუნიდან არ ცხადდება, ის არ არის გაერთიანებული ოპოზიციის პოზიცია. რაც ამ ტრიბუნიდან ცხადდება, ეს არის შეთანხმებული პოზიცია. სალომე სამადაშვილი ჯერ კიდევ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეა, ამიტომ, მას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ თუ მან საიდანღაც მოიტანა, რომ ვიღაცა გაერთიანებულ ოპოზიციაში გრიგოლ ვაშაძეს ან სხვა რომელიმე ჩვენს ლიდერს საქართველოს პრეზიდენტად აცხადებს, ის ვიღაცას შეცდომაში შეუყვანია. გიორგი ვაშაძეს ასეთი რაღაც არ უთქვამს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს მონაწილეობას არანაირ აქციაში, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს.

თუმცა მან დღეს განაცხადა, რომ 16 დეკემბერს, თელავში დაგეგმის აქცაის დაესწრება.

სალომე სამადაშვილი 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება

იტვირთბა....