აქტუალური თემა ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“ინფორმაცია უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ, 5 წლის შემდეგ წაიშლება”

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის განცხადებით, სესხების განულების აქციის შემდეგ, ისინი, ვინც ვალიდან ამოვლენ, კრედიტინფოს ბაზაში მაინც დარჩებიან.

როგორც კეპულაძე სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს, ინფორმაცია სრულად, უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ მხოლოდ 5 წლის შემდეგ წაიშლება.

“სესხების განულების აქციის შემდეგ ისინი, ვინც ვალიდან ამოვლენ, კრედიტინფოს ბაზაში მაინც დარჩებიან. სრულად ინფორმაცია უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ მხოლოდ 5 წლის შემდეგ წაიშლება. ანუ კრედიტის გამცემ ორგანიზაციებს ექნებათ ზუსტი ინფორმაცია იმ მსესხებლების შესახებ, ვისაც 2018 წლის დეკემბერში კრედიტი ეპატიათ. შესაბამისად, გადაჭარბებული მგონია ვარაუდი იმის შესახებ, რომ ვალიდან ამოსული ადამიანები აქტიურად ჩაერთვებიან ეკონომიკურ საქმიანობაში, რადგან ისინი ბანკებისთვის მაინც ყველაზე სარისკო მსესხებლები იქნებიან. p.s. ისე, 21-ე საუკუნეში კარგი საკრედიტო ისტორია რომ გაქვს, უფრო საამაყო მგონია”, – წერს კეპულაძე.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 600 000 მოქალაქე ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს. მისი თქმით,  ადამიანებს დაუბრუნდებოდათ სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობა.

ამ დროისთვის უკვე ჩართულია სპეციალური ვებგვერდი vali.ge, რომელზეც მოქალაქეებს შეუძლიათ შეამოწმონ, გაუნულდათ თუ არა სესხი.

vali.ge ჩაირთო

 

იტვირთბა....