aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება.

როგორც მან „პალიტრანიუსს“ განუცხადა,  მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციაზე გაჟღერდეს გამაერთიანებელი გზავნილები და არა ისეთი, როგორიც არის ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად გამოცხადება.

„მე ვფიქრობ, რომ საპროტესტო აქცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს და მასზე სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში არსებული ყველა დემოკრატიული ოპოზიციური ძალა. ამ აქციის მოთხოვნები უნდა იყოს ისეთი, რომელიც შემდგომში ხელს შეუწყობს კონსოლიდირებას. კარგი იქნება, რომ ამ მოთხოვნების უკან გაერთიანდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ჩემი პოზიცია არის ის, რომ აქციის მოთხოვნა იყოს გამაერთიანებელი. მიმაჩნია რომ ისეთი გზავნილი, როგორიც წინა აქციაზე გაჟღერდა, რომ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძე არის პრეზიდენტი, ვერ იქნება გამაერთიანებელი გზავნილი. ჩვენ უნდა გვქონდეს გზავნილი, რომელიც პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იქნება. მაგალითად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ეს არჩევნები არ იყო დემოკრატიული და სალომე ზურაბიშვილი არ იქნება დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი. ამაში ეჭვრი არავის შეაქვს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ რეალობას, რომ გრიგოლ ვაშაძე ინაუგურაციის პარალელურად ვერ გამოცხადდება პრეზიდენტად. ჩემი სურვილია, რომ შევუერთდე აქციას და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციაზე იყოს ისეთი გზავნილები, რომელიც ხაზს გაუსვამს იმას, რომ ეს არის სერიოზული პოლიტიკური პროცესების დასაწყისი, რომელსაც ექნება ლოგიკური გაგრძელება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამავე თემაზე:

არის თუ არა განხეთქილება “ნაციონალურ მოძრაობაში” – “ეს დარჩება ივანიშვილის აუსრულებელ ოცნებად”

იტვირთბა....