მთავარი ციტატა

“ერთ მხარეს არის რასისტული პოპულიზმი, მეორე მხარეს რადიკალური ლიბერალიზმი”

“ერთ მხარეს არის რასისტული პოპულიზმი და მეორე მხარეს რადიკალური ლიბერალიზმი, არც ერთი არ არის კარგი, ამ ქვეყნის მომავლისთვის. ახლა ვისმენთ საუბარს იბერიაზე, ჩემშიც გულის ტკივილს იწვევს საქართველოს მიერ სხვადასხვა დროს დაკარგული ტერიტორიები, 107 ათასი კვადრატული კილომეტრი იყო საქართველოს ტერიტორია, როდესაც ნოე ჟორდანიას ხელისუფლება დაამხო ბოლშევიზმმა და ჩამოვიდა 69-ზე, ძალიან დიდი კონტრასტს ვხედავთ, მაგრამ სტალინის და ბოლშევიკების ცოდვებს ვერ გადავაყოლებთ ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ხალხი რომელსაც აქვს ლეგიტიმური შიში იმისა, რომ დაკარგავს მიწაზე და ეკონომიკურ პროცესზე გავლენას, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის ღრმა ეკონომიკური დეპრესიის მდგომარეობაში. გარკვეული ტიპის დაცულობა სჭირდება ქართულ მიწას, თუმცა სწორი და ფრთხილი და არა სამარცხვინო შოუს გზით”, -გრიგოლ გეგელია.

TV პირველის ეთერი. 

 

იტვირთბა....