მთავარი ციტატა

“ქართულ მიწაზე უცხოელების რიგი რომ იდგეს, მისი ფასი თეთრები არ იქნებოდა” 

“არანაირი საფრთხეები არ არსებობს, სინამდვილეში, ეს ყველაფერი არის ირაციონალური შიშები ან გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან, თემები, რომლებსაც ისინი იყენებენ იმისთვის, რომ გაცოცხლდნენ პოლიტიკურ სივრცეში და მეტი არაფერი. უცხოელების მხრიდან ქართული მიწის შესყიდვაზე არანაირი რიგი არ დგას, ქართული მიწის შესყიდვაზე რომ რიგი იდგეს, მიწის ფასი იქნებოდა გაცილებით ძვირი და არა თეთრები. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში მიწას, როგორც აქტივს მართლა აქვს ფასი, რადგანაც არის მაღალი მოთხოვნა. ჩვენთან მიწების უდიდესი ნაწილი დაუფასებელია, მიუხედავად იმისა, რომ მილიონებს ვხარჯავთ სოფლის მეურნეობაში, დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთების ფართობი ამ ქვეყანაში იზრდება და იზრდება”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, TVპირველის ეთერში.

იტვირთბა....