საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დათმობაზე წავიდა. მან ტელევიზიით გამოსვლისას მპსახლეობას მომიართა. ის ფრანგ ხალხს ქვეყანაში მინიმალური ხელფასის გაზრდასა და გადასახადების შემცირებას დაპირდა. მაკრონმა აღნიშნული განცხადება ქვეყანაში რამდენებიმეკვირიანი აქციისა და არეულობის შემდეგ გააკეთა.
მაკრონის განცხადებით 2019 წლიდან მინიმალური ხელფასი 100 ევროთი გაიზრდება.
ტელევიზიით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა აღიარა, რომ აღშფოთებისა და უკმაყოფილების გრძნობა, რომელიც პროტესტის მონაწილეებს აქვთ, ხშირ შემთხვევაში სამართლიანია.
მან, ასევე, განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილება, დაბალშემოსვალიანი პენსიონერებისთვის გადასახადის გაზრდა და ზეგანაკვეთურის დაბეგვრა, აღარ იქნება. ხოლო დამქირავებლები სტიმულირებული იქნებიან იმისკენ, რომ წლის ბოლოს თანამშრომლებს პრემია გადაუხადონ, რომელიც ასევე არ დაიბეგრება. თუმცა მაკრონმა უარი თქვა გადასახადი გაეზარდა მდიდრებისთვის და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკას შეასუსტებს მაშინ, როცა სამუშაო ადგილებია შესაქმნელი.
“აღნიშნული სიტუაციის შექმნის გამო პასუხისმგებლობის ნაწილს საკუთარ თავზე ვიღებ. შეიძლება, მე ვქმნიდი შთაბეჭდილებას, რომ სხვა რამე მანაღვლებს, რომ სხვა პრიორიტეტები მაქვს. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ჩემი სიტყვები აწუხებს”, — განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში საგანგებო სიტუაციები შეიქმნა და ამის გამოსასწორებლად რეგიონების მერებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირაა მთელი საფრანგეთი, განსაკუთრებით კი პარიზი ე.წ. ყვითელჟილეტიანების აქციებმა მოიცვა. ისინი საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვდნენ.