ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული – ზუგდიდში საგზაო შემთხვევა მოხდა

ზუგდიდში ორი ავტომობილის შეჯახების შედეგადა, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში „ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა „აუდის„ მარკის ავტომანქანას დაეჯახა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოთხი დაშავებული კი, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....