ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბოცვაძის ინფორმაციით, შსს-მ საფრანგეთში 2 ქართველი ე.წ. კანონიერი ქურსი და ორგანიზებული დაჯგუფების 8 წევრი დააკავა.
ლიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას სომხური და აზერბაიჯანული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრია დაკავებული. დაკავებულებს შორის ე.წ. “კანონიერი ქურდები” მინდია ნიჟარაძე და რევაზ სესკურია არიან. ბრალდებულები ქურდავდნენ ბინებს, იპარავდნენ ავტომობილებს ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ძვირფასეულობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ძვირადღირებული ავტომობილები და დიდი ოდენობთ ფული. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვთას ითვალისწნებს.